პროზა

პარკი

ჩემი სახლის ფანჯრიდან მოჩანს პარკი ეზოში , საკმაოდ მოგრძო და ვიწრო , ზაფხულობით ის ძალიან ბევრ მსურველს მასპინძლობს, მაგრამ ზამთრობით იშვიათად თუ ვინმე შეაბოტებს ამ გაყინულ ადგილას ..
ამ პარკში , ზამთარ-ზაფხულ ზეიმია ფერების , რა ფერს აღარ ნახავთ : წითელი ქვიშა , ყვითელი სილა , კამერუნის დროშის ფერი სკამი , საკმაოდ სერიოზულ ყავის ფერში ჩაცმული ხეები, რომლებიც შუაზე გადაჭრეს , იმის შიშით რომ ვინმე არ დაეზიანებინათ თავიანთი ბებერი ტოტებით ..
ახლა ზამთარია , თითქოს ცივა გარეთ , მაგრამ ლურჯი საქანელა ისევ ჭრიალებს,
განსაკუთრებით ამ სამიდან შუას არ ასვენებენ მოუსვენარი და სიცელქით გამთბარი ბავშვები .. ისიც დაუღალავად ასრულებს თავის სამუშაოს , როცა ცივა ისე მოწყენილად გამოიყურება , უბავშვებოდ დარჩენილს ჯაჭვები სულ გაყინვია.. მხოლოდ ერთი მოხუცი თუ მოიკითხავს , მივა თავის ქნევით და , მის საიმედოობაში დარწმუნებული კმაყოფილი სახით წამოვა ხოლმე უკან ..
მე ამ პარკს ფანჯრიდან ვუყურებ , აქედან ყველაფერი ჩანს , ეს თეთრი ჯიხურიც რომლიდანაც სითბო გამოდის , სოფლური სითბო ,.. სასიამოვნოა .. ძალიან სასიამოვნო .. და ის ერთი განსაკუთრებული სკამიც ..
ამ პარკში დაახლოებით ოცდაათი სკამია, სუყველა კამერუნის ფერებში გაწყობილი.. , მაგრამ რატომღაც მათგან ერთია გამორჩეული..
ეს ერთი თვეა , რაც შევამჩნიე , რომ ამ სკამს გულგრილი ვერ ტოვებს ვერცერთი შეყვარებული წყვილი რომლებიც შემოვლენ ამ პარკში , ისინი აუცილებლად ამ სკამზე უნდა დასხდნენ და ასე გრძელდება მთელი ერთი თვე .. ეს სკამი თავისუფალი თითქმის არ არის .. .. გაოცებული გავაყოლებ თვალს .. სწორედ მე ვაყოლებ ამ სკამს თვალს , მიუხედავად იმისა რომ ის არ მოძრაობს ..
დავინტერესდი თუ რატომ ხდება ასე ., შევედი ამ პარკში და სპეციალურად მივედი ამ ჯადოსნურ ადგილას , მაგრამ ვერაფერი განსაკუთრებული ვერ აღმოვაჩინე , ერთადერთი ამ სკამის წინ დაყრილი დატკეპნილი წითელი მიწა იყო ცოტათი განმასხვავებელი სხვა კამერუნის ფერებში გაწყობილი სკამებიდან .. გაწბილებული წამოვედი ..
მეორე დღეს ისევ იგივე სურათი , აბსოლიტურად ცარიელი პარკი და ამ სკამზე მოკალათებული მოსიყვარულე წყვილი ., მხოლოდ პარკის კიდეზე ისხდნენ ,,კაპიშონწამოფარებული’’ ახალგაზრდები სკამის მისაყუდებელზე .. , ისევ ბოღმით აღსავსე თვალი გავაყოლე ამ სკამს და სახლში ამოვედი .., ვეღარ ვისვენებ , წამდაუწუმ მივდივარ ფანჯარასთან , მინდა რომ ეს სკამი ცარიელი დავინახო , მინდა რომ წავიდნენ.. , მაგრამ .. ისინი არხეინად სხედან და გარე სამყაროს ვერც კი ამჩნევენ
ამ ბიჭს ეგოისტურად ჩაუბღუჯია მკლავებში ეს გოგო , თითქოს ეშინია არავინ წამართვასო , ყველა გამვლელს მებრძოლი თვალით უყურებს ., თითქოს ეუბნება .:,, ჰა რა გინდა ?! , რას მიყურებ’’ .. და მზადაა ერთ ამოსუნთქვაზე ეცეს და გაგლიჯოს შუაზე ცნობისმოყვარე გამვლელი .. ამაში ყველა წყვილი ერთნაირია .., ამაზე ფიქრისგან დავიღალე და გადავწყვიტე აღარ მეფიქრა , მაგრამ რატომ მაინცდამაინც ის სკამი ?!!!
დავანებე ამ სკამის თვალთვალს თავი და პარკის სხვა ღირებულებებზე გადავიტანე ყურადღება , მაგალითად იმაზე რომ შიგნით სულ სხვა ატმოსფეროა და ის გრძნობა იქ ყოფნისა სულ არ გავს მისი ზემოდან გადახედვისას ნაგრძნობს, იქ სხვა აურა და სხვა სამყაროა .. რაღაც ძალიან ჩვეულებრივი , ერთდროს ცას მიბჯენილი ალვის ხეები ახლა ჯუჯა ბუჩქებს დამსგავსებიან და თავიანთი დიდი უზარმაზარი ძლევამოსილი ტოტების ნაცვლად პატარა ‘’წკეპლები’’ გამოუბავთ .. თითქმის დამავიწყდა ჩემი შეკითხვაც და თვალიც შეეჩვია ამ სკამს თავისი წყვილებითურთ,.. აღარც მიკვირდა თითქოს ვიპოვნე ამ კითხვაზე პასუხი , ისეთი კმაყოფილი სახით ვუყურებდი ხოლმე , ..
მიყვარს ბუნება , მიყვარს ფრინველები განსაკუთრებით ბეღურები , რადგან ძალიან საცოდავები და საყვარლები არიან ზამთარში , სახლში ძაღლიც მყავს რომელიც ამ საცოდავი ფრთოსნებისგან განსხვავებით არხეინად წევს სითბოში და ჭამის და სეირნობის მეტი საზრუნავი არ გააჩნია .. ერთხელაც კიდევ ერთ ასეთ სეირნობის დროს .. როცა ჩემი ძაღლი ამ პარკთან ახლოს დასდევდა ქარში მოფრიალე ფოთლებს ჩემს წინ 2 ბეღურა აფრინდა , აიჭრა ცაში და მე მათ გავაყოლე თვალი , ჰაერში რა ლამაზები იყვნენ , მხიარულობდნენ და თავიანთ ენაზე ეალერსებოდნენ ერთმანეთს , აშკარად ეტყობოდათ რომ...
მე იმაში დარწმუნებულს რომ იმ სკამზე ვიღაც აუცილებლად იქნებოდა იქითკენ საერთოდ არც კი გამიხედავს , ის ის იყო ეს წყვილი ბეღურა პარკში შეფრინდა რომ უცბად თვალმა რაღაც სიცარიელე იგრძნო , მაგრამ გონებამ მას არ დაუჯერა .. განვაგრძე ბეღურების ყურება და მათაც ჩემი თვალი გაამართლეს და სწორედ იმ სკამზე მოინდომეს დასხდომა , სადაცაა დასხდებიან უკვე და უცებ გადაიფიქრეს და გაფრინდნენ .. გაფრინდნენ და გასცილდნენ პარკს .. ენაჩავარდნილი ვუყურებ ამ სპექტაკლს , რატომ თქვეს ამ ბეღურებმა იმ სკამზე უარი ? შევხედე სკამს და შორიდან ცარიელია !!!! (მანმადე ასეთი არ მენახა არასდროს). .. მაგრამ ისევ არ დავუჯერე თვალს და ახლოდან გადავწყვიტე მენახა , მივუახლოვდი და აქ უკვე
ტყუოდნენ ჩემი თვალები .. ეს სკამი სულაც არ იყო ცარიელი , იქ კიდევ ერთი წყვილი იჯდა ბეღურების და სხვისი ადგილი იქ აღარ იყო..
აი რატომ გაფრინდნენ ისინი..
თითქოს რაღაც ლოდი მოვიხსენი გულიდანო ისეთი შეგრძნება მქონდა , ამოვედი სახლში ძალიან ბედნიერი ,.. და მშვიდად შევუდექი სწავლას.. მის მერე ამ პარკში აღარ გადამიხედავს ..